logo
ENG



ენერგოატომი: ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური სადგური ელექტროქსელიდან სრულად გაითიშა

25 აგვ 202220:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/vdwptr0lhbz10sf.jpg

უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის ცნობით, ოკუპანტების ქმედებების შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქვეყნის ელექტროქსელიდან სრულად გაითიშა. 

ენერგოატომის ცნობით, ცეცხლი თბოელექტროსადგის მდებარე ფერფლის გროვებს გაუჩნდა, რომლების ზაპოროჟიეს რეაქტორის კომპლექსთან მდებარეობს. შედეგად კი დაზიანდა ის ელექტროხაზები, რომელიც სადგურს ელექტრო ქსელთან აკავშირებდა.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ქვეყანაში მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს გამოიმუშავებდა.

„დღეს 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თბოსადგურის ფერფლის ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო, რომელიც ზაპორჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს, ელექტროსადგურთან ენერგოკომუნიკაციის ბოლო (მეოთხე) ხაზი  - დნეპროპეტროვსკაია ორჯერ გაითიშა. კომუნიკაციის 3 სხვა ხაზი რუსული დაბომბვების შედეგად მანამდე დაზიანდა. შედეგად, სადგურის 2 მუშა ენერგობლოკი ქსელიდან გაითიშა. შესაბამისად, ოკუპანტების ქმედებებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან სრული გათიშვა მოხდა - ეს პირველი შემთხვევაა სადგურის ისტორიაში“ - წერია ენერგოატომის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაციას ავტომატიზაციისა და უსაფრთხოების სისტემების მუშაობის შესახებ.

ენერგოატომის ცნობით, ამ დროისთვის ენერგოდარში რადიაციის დონე საათში 10.4 მიკრო-რენტგრენია, რაც ნორმალურ დონეს შეესაბამება.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, მათ შორის ქალაქი ენერგოდარიც დაიკავეს. ენერგოდარში მდებარეობს ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ოკუპანტები სადგურის ტერიტორია მრავალჯერ დაბომბეს და დააზიანეს არაერთი შენობა.

22 აგვისტოს, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურს. თავდასხმის შედეგად, უკრაინის ცნობით 1 კაცი დაიღუპა.

14 აგვისტოს 42-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს მოუწოდა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.

 

close დახურვა