logo
ENG



რუსი მეთაური: ხერსონის რეგიონში მდგომარეობა რთულადაა

19 ოქტ 202211:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/k6jx83x3cy2g2zc.png
Tass

უკრაინაში რუსეთის ძალების ახალმა მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონში რუსეთის ჯარისთვის მდგომარეობა "რთულადაა" და რომ ხერსონთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" მიღების ვარიანტი არ შეიძლება გამოირიცხოს. 

მან ასევე აღიარა, რომ მათზე უკრაინული ძალების თავდასხმის შედეგად განხორციელდა დიდი ზეწოლა. უკრაინული მხარის მიზანი იყო სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დაბრუნება, რომელთა ანექსია მოსკოვმა, მათივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ განახორციელა.  

"ამ რაიონში მდგომარეობა რთულადაა. მოწინააღმდეგე მიზანმიმართულად ესხმის თავს ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებს."- აცხადებს სუროვიკინი.

მისივე შედასებით, "სიტუაცია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" რაიონში შეიძლება შეფასდეს, როგორც დაძაბული."

"მტერი მუდმივად ცდილობს რუსული ჯარების პოზიციებზე შეტევის განხორციელებას. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება კუპიანსკის, ლიმანის და მიკოლაივ-კრივი რიჰ სექტორებს."- განაცხადა რუსეთის ძალების ახალმა მეთაურმა.

ხერსონის რეგიონში რუსულმა ძალებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში 20-30 კილომეტრით დაიხიეს უკან. 

სუროვიკინის კომენტარების ეთერში გასვლიდან მალევე, რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმერ სალდომ მშვიდობიანი მოსახლეობის "ორგანიზებული, თანდათანობითი გადაადგილება" გამოაცხადა მარჯვენა სანაპიროს ოთხი ქალაქიდან.

ვიდეო განცხადებაში სალდომ უკრაინული ძალები მტკიცებულებების მოყვანის გარეშე დაადანაშაულა ნოვა კაჰოვკას ჰიდროელექტროსადგურის მთავარი კაშხლის განადგურებაში.

"უკრაინული მხარე აგროვებს ძალებს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის... დატბორვის დაუყოვნებელი საშიშროებაა... კაჰოვკას კაშხლის დაგეგმილი განადგურებისა და დნიპროს ზევით მდებარე ელექტროსადგურების კასკადიდან წყლის გადმოდინების გამო."- აცხადებს სალდო. 

ვოლოდიმირ როგოვის, რომელიც რუსეთის მიერ შექმნილი ზაპოროჟიეს მმართველი საბჭოს წევრია, განცხადებით უკრაინულმა ძალებმა სამხრეთით გააძლიერეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ენერგოდარის დაბომბვა. ენერგოდარი წარმოადგენს ქალაქს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მრავალი მუშა ცხოვრობს.

დმიტრი ორლოვმა, რომელსაც უკრაინა ენერგოდარის მერად აღიარებს, რუსეთი ქალაქზე თავდასხმებში დაადანაშაულა. 

"შუაღამისას, პირველად ინდუსტრიული ზონის დაბომბვა განხორციელდა, შემდეგ კი უკვე თავად ქალაქის. თავდასხმა დილამდე არ შეჩერებულა."- განაცხადა ორლოვმა.  

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ თქვა, რომ ის მოლაპარაკებების ფონზე ელის უკრაინაში "მალე" დაბრუნებას , რათა შეიქმნას დამცავი ზონა ზაპოროჟიეს ობიექტის, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო.


close დახურვა