logo
ENG



თეონა აქუბარდია პარტია სტრატეგია აღმაშენებელს ტოვებს

28 ოქტ 202222:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/rrfx7f1nm1of2qh.jpg

თეონა აქუბარდია პარტია სტრატეგია აღმაშენებელს ტოვებს. ამის შესახებ მას ფეისბუქით განცხადება გაავრცელა.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს ის იქნება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად წარმოდგენილია რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი.

"ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებლის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის", - წერს აქუბარდია.


close დახურვა