logo
ENG



იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

15 აპრ 202315:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/15/2dj0mil0pgxryz9.png

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. 

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III კუვუკლიაში შევიდა და იქიდან ალმოდებული სანთლები გამოიტანა.

იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში მრევლი შეიკრიბა. 

რიტუალი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა სრულდება, მაცხოვრის აღდგომას ეძღვნება.

მორწმუნეთა ნაწილი ცეცხლს ზებუნებრივად მიიჩნევს, თუმცა ასეთ სასწაულს არც მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები არ ცნობენ. 

აღდგომის წინა დღეს, შაბათს ცეცხლის კურთხევის ტრადიციას არაერთი ქრისტიანული ეკლესია მისდევს, რასაც დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.


close დახურვა