logo
ENG



"შავი ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ შემოწმდება" - გარემოს ეროვნული სააგენტო

26 ივნ 202311:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/86vob1c7jjg8w31.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცლებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე მოხდება.

"კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიღებული შედეგები საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე ეცნობება. 

შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტუალური კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ გახდა. 

6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

კაშხლის აფეთქებამ წყალდიდობა გამოიწვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ოფიციალური მოსკოვი წყალდიდობის შედეგად 29 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 

9 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება. 


close დახურვა