logo
ENG



რუსი გენერალი ამბობს, რომ თანამდებობიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც ჯარის პრობლემებზე ისაუბრა

13 ივლ 202310:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/13/x0zkpt0xu35ida2.jpg

რუსეთის 58-ე არმიის გენერალი ივან პოპოვი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დაადანაშაულა რუსი ჯარისკაცების ღალატში, არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.

გენერალი ივან პოპოვი 58-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაური იყო, რომელიც მძიმე ბრძოლებში იყო ჩართული ზაპოროჟიეს რეგიონში. ის არის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ომში უკრაინაში.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ აუდიო მიმართვაში ივან პოპოვი ამბობს, რომ წამოაყენა კითხვები რამდენიმე საკითხზე, მათ შორის რუსი სამხედროების მასობრივ დაღუპვაზე. მისი ჩანაწერი რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა და სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ გამოაქვეყნეს.

"მე ასევე წამოვაყენე რიგი სხვა პრობლემები და გამოვხატე ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე გულწრფელად და უკიდურესად მკაცრად. ტყუილის უფლება არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, გამომეკვეთა ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც დღეს ჯარში არსებობს საბრძოლო მუშაობისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით", - ამბობს ივან პოპოვი აუდიო ჩანაწერში.

გენერალი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ "მოაწერა ხელი ბრძანებას და მოიშორა თავიდან [სერგეი პოპოვი]".

58-ე არმიის შტაბ-ბინა ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკშია განთავსებული. უკრაინული, ასევე რუსული წყაროები აცხადებენ, რომ ბაზაზე სამშაბათს სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ერთი რუსი გენერალი დაიღუპა.


close დახურვა