logo
ENG



თურქეთის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, თანაგიგრძნობთ, საქართველო!

05 აგვ 202319:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/fvlsmhbvtd9t993.jpg

თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო!", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20 ადამიანთან. 


close დახურვა