logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 265 120 ჯარისკაცი დაკარგა

04 სექ 202318:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/04/2cvhf6teop6n4yl.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 265 120 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4480
  • ჯავშანტექნიკა - 8663
  • საარტილერიო სისტემა - 5611
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 741
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 503
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4481
  • ფრთოსანი რაკეტა - 1447
  • გემი/ნავი - 19
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8149
  • სპეცტექნიკა - 847

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა