logo
ENG



სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 2 მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

08 სექ 202310:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/qjr4b0u1ah75sle.png
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდინარე ლესის წყლის ადიდების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

უწყებაში ამბობენ, რომ როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოება დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

მათივე ცნობით, გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.


close დახურვა