logo
ENG


ხვიჩია: არანორმალურია, ქართველს გეების დევნის გამო მაისურშემოხეულს გიჭერდეს პოლიცია
იაგო ხვიჩია
01 ივლ, 2021 21:31
ხვიჩია: არანორმალურია, ქართველს გეების დევნის გამო მაისურშემოხეულს გიჭერდეს პოლიცია
  • 3179ნახვები

ზოგადად ეს არის არანორმალური პროცესი. მე არ მიმაჩნია ნორმალურად ის, რომ ქართველ ადამიანს გეების დევნის გამო მაისურშემოხეულს გიჭერდეს პოლიცია, ამ მდგომარეობაში ჩაიყენო თავი და ეს ითვლებოდეს სასახელო საქმედ. არასოდეს არ ყოფილა ეს ამ ქვეყანაში სასახელო საქმე და ვერც მომავალში იქნება. სამარცხვინო პროცესს ვადევნებთ თვალს და იმედი მაქვს, რომ პოლიცია დადგება მოწოდების სიმაღლეზე და თავიდან ავიცილებთ ჯანმრთელობის დაზიანებას.

 

განაცხადა პარტია გირჩის ერთერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემა კომენტარში. ხვიჩია თბილისი პრაიდის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების 12 წარმომადგენელი დააკავა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა