LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ყველაზე ლამაზი ერი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან

3280
nt

ყველა ერი თავისებურად საოცარია, ბუნებამ თითოეულ მათგანს უნიკალური და სხვებისგან გამორჩეული გარეგნობა მისცა.
ჩატარდა სპეციალური ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც ნახევარი მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ყველაზე მიმზიდველი ერები გამოვლინდა.

 

ფრანგები

ფრანგებს ხშირ შემთხვევაში შავი თმა და ყავისფერი თვალები აქვთ. იშვიათად შეხვდებით ლურჯთვალება ქერა ფრანგს. ფრანგი ქალები მსოფლიოში ყველაზე ელეგანტურ ქალებად არიან აღიარებული. ისინი, ხშირ შემთხვევაში, არ იყენებენ მაკიაჟს და ბუნებრიობას არჩევენ. აქვთ დახვეწილი მანერები და მომხიბვლელი ღიმილი.

 

ჰოლანდიელები

ჰოლანდიელები, როგორც წესი ათლეტური აღნაგობით გამოირჩევიან. ისინი პატარაობიდანვე ვარჯიშობენ და ატარებენ ველოსიპედებს. ხშირად სტუმრობენ ფიტნეს დარბაზს, ამიტომ მუდმივად ფორმაში არიან. მამაკაცთა უმრავლესობა მაღალი, ქერა და ცისფერთვალებაა. გოგონებს ძირითადად მსუბუქი ხვეული თმა აქვთ. როგორც წესი, ჰოლანდიელი ქალების საშუალო სიმაღლე 170 სმ-ია, ისინი განთქმულები არიან მხიარული ხასიათით.

გოგონები ძვირადღირებულ კოსმეტიკას იყენებენ, თუმცა იაფფასიანი ტანსაცმელი აცვიათ. მამაკაცებს დახვეწილი გემოვნება აქვთ და ბრენდირებული ფეხსაცმელი უყვართ.

 

ბრაზილიელები

ბრაზილიელი მამაკაცის სხვა ეროვნების მამაკაცებისგან გამორჩევა ცისფერი თვალებითა და ულამაზესი შავი მაჩოს აღნაგობით შეგიძლიათ. ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძირითადად დაბალი მულატი მამაკაცები ცხოვრობენ. სამხრეთით ევროპელების შთამომავალი მიგრანტები დასახლდნენ, რაც მათ გარეგნობაზეც აისახება. ჩრდილოეთში აშკარა ინდიელთა სისხლის გავლენა იგრძნობა.

ჩვეულებრივ, ბრაზილიელი ქალბატონები ტანდაბლები არიან და ხშირად ჭარბი წონა აწუხებთ. ლათინოებს შოკოლადის ფერი კანი აქვთ და მანიკურისა და პედიკურის დიდი მოყვარულები არიან. სწორი თმის მქონე გოგონა ყველაზე ლამაზად მიიჩნევა, რადგან ეს იშვიათია ბრაზილიის ქალებს შორის.

 

იტალიელები

ტიპურ იტალიელს მუქი ფერის კანი და შავი თმები აქვს. მამაკაცები ემოციურები არიან და ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან. იტალიელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნობას და არ ხარჯავენ ფულს ძვირად ღირებულ ნივთებზე. ხშირად სტუმრობენ სილამაზის სალონებსა და დარბაზს, რათა ყოველთვის ფორმაში იყვნენ.

იტალიელი  ქალბატონები განთქმულნი არიან დახვეწილი გემოვნებით, იციან როგორ მოირგონ ჩაცმულობა, არ ზოგავენ ფულს სუნამოებსა და აქსესუარებზე. ყოველ მეორე გოგონას გარდერობში შეგიძლიათ იპოვოთ კაბა, შავი შარვალი და დიდი რაოდენობით შარფები. იტალიელებს მსუბუქი და მხიარული ხასიათი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები