LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საქორწინო კაბა, რომელიც კიტი სპენსერისთვის „დოლჩე და გაბანამ“ შექმნა – წლის ყველაზე ლამაზი პატარძალი

1251
kitnews45

პრინცესა დაიანას ძმისშვილისა და 62 წლის მილიარდერის, მაიკლ ლუისის ქორწილი გრანდიოზული მოვლენა გახდა. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქორწილად დაასახელეს, როგორც სამეფო ქორწილების ისტორიაში, ასევე, ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბების მხრივაც. კიტი სპენსერისთვის კაბა „დოლჩე და გაბანას“ მოდის სახლმა შექმნა, თანაც არა ერთი.

ცოტა ხნის წინ ცნობილმა იტალიურმა ბრენდმა საკუთარ გვერდზე ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს, როგორ იქმნებოდა 5 საქორწინო კაბა სპენსერისთვის. მათ შორისაა მთავარი კაბა საქორწინო ცერემონიალისთვის. აქ ბრენდმა აქცენტი მაქმანებსა და ლამაზ ორნამენტებზე გააკეთა.

უფრო ლაღი და ფერადი იყო მეორე კაბა, რომელსაც ცისფერი შლეიფი და ვარდისფერი ვარდები ამშვენებდა.

ყველაზე ძვირადღირებული ალბათ კიტი სპენსერის რიგით მესამე საქორწინო კაბაა, რადგან აქ „დოლჩე და გაბანამ“ ჩადო მთელი გული. თეთრი ფაქტურა მაქმანებით, ხელნაკეთი ყვავილებით, ბისერებით, ძვირფასი თვლებითა და ფერადი ბროშებით.

რაც შეეხება მეოთხე კაბას, აქ აქცენტი იტალიურმა დუეტმა საყვარელ მწვანე ფერზე გააკეთა. ატლასის მწვანე ტოპი თეთრ ქვედაბოლოსთან იყო შეხამებული, რომელიც თავის მხრივ, ასევე მწვანე ყვავილებით დაპრინტეს.

ხოლო მეხუთე კაბა მოოქროვილი ზედატანით კიტი სპენსერს სულ ბოლოს, საღამოსკენ ეცვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები