LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიება როგორც სულის კათარზისი – მარტა ქარუმიძის ბლოგი

296
მარტა-ქარუმიძე

“ფორტუნა” გთავაზობთ გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ავტორის და წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს პატიების მნიშვნელობაზე.

პატიება სულის კათარზისია. გინახავთ ადამიანები როგორი ზიზღით საუბრობენ ერთმანეთზე, როცა ვერ თავისუფლდებიან წყენისგან?

მაღაზიაში, სალაროს რიგში ორი გოგოს დიალოგს შევესწარი. ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვით ხელში, თავის ნაცნობს აგრესიითა და ზიზღნარევი სახით იხსენებდა. ჰყვებოდა, როგორ ეწყინა, როგორ ვერ აპატია სამი წლის შემდეგაც კი.

რთულია როცა გვწყინს, წყენა იწვევს ტკივილს. სულის ტკივილი ფიზიკურ ტკივილზე ნაკლები არაა. მეც მწყენია, მეც მტკენია.

ვუსმენდი ამ გოგონას და ვფიქრობდი, ვინ არის ისეთი, ვისაც ვერ ვაპატიე. არავინ! მე ყველას მივუტევე, ყველას ვაპატიე. მორწმუნეებს რელიგიაც ხომ ასწავლის შენდობას. ქრისტეც ხომ ამას ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,34). დიახ, ჩვენ ადამიანებს ხშირად გვეშლება, ჩემთანაც შეეშალათ, მეც შემშლია. ამის აღიარება არ უნდა გაგვიჭირდეს.

წყენაში პატარ-პატარა წვლილი ყველა მხარეს შეაქვს. ჩემი უფროსი მეგობარი ამბობდა: “ადამიანების შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენა მაქვს. რადგან ჩვენ გვაქვს რესურსი განვითარების, გაანალიზებისა და მიტევების”. თუ თავად ვერ ახერხებთ წყენისგან გათავისუფლებას, არსებობს ფსიქოთერაპიის კურსები, სადაც შეძლებთ დაძლიოთ წყენა და ტკივილი. დიახ, ჩვენ გვწყინს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნარი – ვაპატიოთ, მივუტევოთ და პირველ რიგში პატიება ჩვენ გვჭირდება. პატიება ხომ სულის კათარზისია.

დაიწყეთ ახალი ეტაპი და გაათავისუფლეთ საკუთარი თავი წყენისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები