LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადგილობრივების სახლებში უკანონოდ შედიან და „ჩხრეკენ“ – უკრაინის უშიშროება იმ მოღალატეების სიას აქვეყნებს, რომლებიც ოკუპანტებთან თანამშრომლობენ

101
მოღალატეები

უკრაინის უშიშროების სამსახურმა [SBU] მოღალატეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ამჟამად დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქს აფარებენ თავს და რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ. სია 17-კაციანია და ყველა მათგანს უკრაინამ ბრალი უკვე წაუყენა.

SBU-მ ასევე მათი მხრიდან, ადამიანების გატაცებისა და მათზე ძალადობისა და მუქარის შემთხვევებიც დააფიქსირა.

უწყების ცნობით, დადგენილია, რომ მოღალატეები უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში უკანონოდ შედიან, „ჩხრეკენ“, რის შემდეგაც სახლებიდან ფული და სხვადასხვა ნივთები ქრება.

გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ „ყალბი სამართალდამცველები“ ადგილობრივ ბიზნესმენებსა და ფერმერებს საქმიანობის გაგრძელების უფლებისთვის ფულს სთხოვენ.

„სამართალდამცველებმა შეაგროვეს ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი, დააფიქსირეს მათი დანაშაულებრივი ქმედებები და დაადგინეს მათი ადგილსამყოფელი, გადაადგილების მარშრუტები, რადგან ახლა მოღალატეები მართლმსაჯულებას ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ემალებიან.“– ნათქვამია უკრაინის უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთი დროებით უარს ამბობს საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე – რა მიზეზს ასახელებს საგარეო უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები