LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აყარეს თუ არა „ნაშები“ მექსიკელმა ფეხბურთელებმა (ფოტოები)

243

წვეულება 30 ქალით. აი ასე ემზადება მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელების ვნებიანი საღამო მთავარი თემა გახდა. მექსიკური ტაბლოიდის TVNotas ინფორმაციით, ნაკრების ცხრა ფეხბურთელმა (გილერმო ოჩოა, ექტორ ერერა, ხესუს გალიარდო, ჯონათან და ჯოვანი დოს სანტოსები, ხესუს კორონა, რაულ ხიმენესი, კარლოს სალსედო და მარკო ფაბიანი) აღვირახსნილი წვეულება მოაწყო შოტლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოგების შემდეგ.

წვეულება მეხიკოს პრესტიჟულ რაიონ ლომას დე ჩაპულტეპეკში მდებარე სახლში გაიმართა.
„ისინი 22:30 საათაზე მოვიდნენ, იქ იყო მუსიკა, სასმელი და ქალები. ეს იყო საღამო ცოლების გარეშე. ისინი არ წაიყვანეს, რადგან ბიჭებმა ცოტა გართობა მოინდომეს“, – უთხრა წყარომ TVNotas-ს.

უფრო რიგიანი Record-ის ინფორმაციით კი, საღამოს წვეულება არც მთლად ასეთი გიჟმაჟი იყო. ისინი არ ადასტურებენ, რომ ქალბატონები ესკორტის გოგონები იყვნენ. წყარო მოყვა, რომ საღამოზე ფეხბურთელების ზოგიერთი ცოლი და მეგობარი გოგონაც მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები