LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთი-ოქროს ქვიშები და ხელმისაწვდომი დასვენება – „ბონ ვოიაჟი“

270
2 (1)

ნახევარკუნძული მდიდარი კულტურით,ზამთრის და ზაფხულის ცნობილი კურორტებით,სამკურნალო თერმული წყლითა და საოცარი ოქროს ქვიშიანი პლაჟებით. „ბონ ვოიაჟი“ ბულგარეთის სახელმწიფოს გასაცნობად გეპატიჟებათ.

მცირე ზომის მიუხედავად ეს ქვეყანა მრავალფეროვანი ბუნებითა და სანახაობებით გამოირჩევა. საოცარი სანაპირო ზოლის გარდა აქ მაღალ მთებსაც შეხვდებით. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. აქ შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.ქვეყნის დედაქალაქი სოფიაა,რომელიც სამი კულტურის ანტიკური, ბიზანტიური და ოსმალეთის უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაზავია. დედაქალაქის მთავარი სანახაობებიდან არ უნდა გამოგრჩეთ:

• ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი;
• ბოიანას (XIII ს.) ტაძრები;
• არქეოლოგიური მუზეუმი;
• კაზანლაკის და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;
• მადარა ჰორსემანი;
• ნესებარი – ძველი ქალაქი (V ს.);
• პირინის ეროვნული პარკი;
• რილას მონასტერი (XIX ს.);
• სრნას ნაკრძალი;
• ბაჩკოვო – პეტრიწონის მონასტერი;

ზაფხულის კურორტებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს: ოქროს ქვიშები

ოქროს ქვიშები ყველაზე ცნობილი კურორტია ბულგარეთში, ის განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე. ლეგენდის თანახმად მეკობრეებმა აქ დიდი ოქროს განძი დიდი იპოვეს, მაგრამ ყაჩაღები დასაჯეს და ოქროს მონეტები ქვიშად გადააქცია. ამ თქმულებიდან გამომდინარე შეერქვა მას ოქროს ქვიშები.ზაფხულის დღეების გასატარებლად და წყლის სპორტისთვის აქ უამრავი საშუალებაა.

ალბენა


იდეალურია ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის. ფართო სანაპირო, სუფთა ჰაერი და მდიდარი მცენარეული საფარი კომფორტულ გარემოს ქმნის. სანაპირო მდებარეობს დაცულ ტერიტორიაზე ვარნადან 30 კილომეტრში და ცნობილია როგორც ეკოლოგიურად სუფთა რეგიონი, რომელიც აღინიშნება ლურჯი დროშით.

კაკაოს სანაპირო


კაკაოს სანაპირო ერთ ერთი პოპულარული დანიშბულებაა ბულგარეთში დასვენებისთვის,განსაკუთრებით ხმაურიანი გართობის მოყვარულთათვის.

ვარნა


ვარნის ცენტრალური სანაპირო არის ამ ქალაქის სავიზიტო ბარათი. ეს არის დიდი და კომფორტული სანაპირო ზოლი საოცარი ქვიშითა და ცნობილი პრიმორსკის ბულვარით.
რეზოვო


რეზოვო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე სამხრეთ სანაპიროს, რომელიც მდებარეობს სოფელ რეზოვოში, აქ არის ყველაზე გრძელი ზღვის სეზონი ბულგარეთში, რადგან წყალი თითქმის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე თბილია.

რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს, ბულგარეთში სტუმრობისას არ უნდა გამოტოვოთ:

მეფის ციხესიმაგრე

ციხესიმაგრე აგებული 800 წლის წინ,რომელიც ბულგარეთის მეფის სასახლე იყო.

პროჰოდნას გამოქვაბული

ქვაში ამოჭრილ ორ რგოლს “ღმერთის თვალებსაც” უწოდებენ. მათი ხილვა ღამით განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მთვარით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.

ბელოგრადჩიკის ქვები

საოცარი და მრავალფეროვანი უზარმაზარი ქვების სანახავად რომლებიც ნამდვილად უცნაური და სანახაობრივია უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს.

პირინის ეროვნული პარკი

პირინი ბულგარეთის მთებში ყველაზე პოპულარული სალაშქრო ადგილია. ალპური ლანდშაფტი, ლურჯი ტბებით და მომხიბვლელი ბუნება ამ ადგილს გამორჩეულსა და მიმზიდველს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები