LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი პაუზის შემდეგ, „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი, მერიემ უზერლი, ეკრანებზე ახალი სერიალით ბრუნდება

338
მერიემ-უზერლი

გერმანული წარმოშობის თურქი მსახიობი, მერიემ უზერლი, რომელსაც საქვეყნო აღიარება მოუტანა ისტორიულმა დრამამ, „დიდებული საუკუნე“, ეკრანებზე ბრუნდება.

მერიმ უზერლისთვის, რომელიც ნერვული აშლილობის გამო ეკრანებზე წლებია არ ჩანს, ეს პირველი მასშტაბური პროექტია, რომელსაც „დისნეი პლუსის“ პლატფორმაზე ჩაუშვებენ.

სერიალი ახალგაზრდა ქალისა და მასზე უმცროსი ასაკის მამაკაცის რომანზე  გვიყვება. სერიალის სახელწოდებაა „რუ“ და მერიემ უზერლის პარტნიორი, ბურაკ ბერკაი აკგულია.

მერიმ უზერლიმ, რომელსაც „დიდებულმა საუკუნემ“ არნახული აღიარება მოუტანა, სერიალი ბოლო სეზონში მიატოვა და გადაღებებიდან გაიქცა. პროექტის შემქმნელებს მსახიობის ჩანაცვლება მოუწიათ, ამას მოჰყვა დიდი სასამართლო გარჩევებიც, რის შემდეგაც უზერლი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მსახიობმა ამ დროის მანძილზე ორი შვილის გაჩენაც მოასწრო.

თურქმა მსახიობმა მერიემ უზერლიმ ჯულია რობერთსს როლი წაართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები