LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი, რომელიც ერმიტაჟშია დაცული, გიორგი კალანდიამ აღმოაჩინა

ekaterine-chavchavadze.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პორტრეტს, სადაც, მისი აზრით, ეკატერინე ჭავჭავაძეა გამოსახული, პორტრეტი კი, როგორც ახლახან მეგობრის დახმარებით აღმოაჩინა, ერმიტაჟშია დაცული სახელწოდებით „შუახნის ქართველი ქალბატონი“.

„ეს ბრწყინვალე ნამუშევარი წუხელ გვიან ღამით ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გადმომიგზავნა, ნახატი ერმიტაჟშია დაცული სახელწოდებით „შუახნის ქართველი ქალბატონი“. ფოტოს დავხედე თუ არა, მივხვდი, რომ საქმე უნიკალურ ამბავთან გვაქვს, ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა! აფერუმ შენ, დედოფალო, წლებმა ვერაფერი დაგაკლო, შენი სიდიადე დღესაც ბრწყინვალედ გამოსჭვივის ამ ნახატიდან!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები