LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკრანებიდან გაუჩინარებული კორაიმა ტორესი იგივე „კასანდრა“ სერიალებში დაბრუნებას აანონსებს

1233
page

90-იანი წლების ვენესუელური სერიალების ვარსკვლავი კორაიმა ტორესი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ტელენოველით „კასანდრა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ოსვალდო რიოსი.  სერიალი ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა და ის გინესის რეკორდსმენი გახდა, რადგან სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე ბევრ ენაზე ნათარგმნ სერიალად დასახელდა. „კასანდრას“ 100 ქვეყანაში აჩვენებდნენ და ის 32 ენაზე იყო ნათარგმნი. 1993 წელს კორაიმა მიიწვიეს ერთდროულად ორ სერიალში „ტყუპები“ და „ტკბილი ილუზია“. 1994 წელს მან მონაწილეობა მიიღო სერიალში „სიზმრები და სარკეები. “

95 წლის შემდეგ კორაიმამ პაუზა აიღო და შვილის გაჩენის შემდეგ, ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდა. 2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო სერიალში „სოლედადი“, სადაც მისი პარტნიორი იყო გილიერმო პერესი. 2004 წელს ეკრანებზე გამოდის სერიალი „სიყვარული მშვენიერია“, ხოლო 2005 წელს, „ლორენა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წლებში, კორაიმა ტორესი სერიალებში მონაწილეობდა, მისი როლები ძირითადად ეპიზოდური იყო. ცოტა ხნის წინ 49 წლის მსახიობმა კინოში დაბრუნება დააანონსა, სადაც როგორც ამბობს,  ძირითად როლებზე ბრუნდება.

საპნის ოპერების ვარსკვლავები – სად არიან და როგორ გამოიყურებიან ახლა?

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები