LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინიკი – უდაბნოს პური გამორჩეული სამკურნალო თვისებებით

86
ფინიკი

ერთ დროს ფინიკი მარტო ველურად ხარობდა, ახლა კი თითქმის ყველა ტროპიკულ ქვეყანაში მოაშენეს. ყველაზე დიდი პლანტაციები მაროკოსა და ინდოეთშია. სულ 300-ზე მეტი სახეობის ფინიკის პალმა არსებობს, თუმცა პოპულარული მხოლოდ სამია. ფინიკის ჩირი ძალიან კალორიულია. მის ბოჭკოვანსა და ტკბილ რბილობში 80% შაქარია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ B 12-ს . სწორედ ამ ვიტამინის არსებობა განაპირობებს ადამიანის შრომისუნარიანობის ზრდასა და ტვინის მოქმედების გააქტიურებას. ფინიკის ჩირში შაქრის გარდა დიდი რაოდენობით შედის ცხიმოვანი მჟავები, ცილები, უჯრედისი და მიკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, ფტორი, რკინა და კალციუმი.

სანამ დამწიფდება ფინიკი მწვანეა. მხოლოდ დამწიფებისას იცვლის ფერს და სხვადასხვა შეფერილობის ხდება: შავით დაწყებული და ღია ყვითლით დამთავრებული, წითელი, ყავისფერი და ცისფერიც კი. ახალი ფინიკი მაცივარში ორი კვირა ინახება. მისი ჩირი მშრალ, გრილ ადგილას ექვსი თვე, მაცივარში კი ერთი წელი ძლებს. შუა აღმოსავლეთში ფინიკით პურსაც კი აცხობენ. მისგან ამზადებენ სალათებს და მსუბუქ ბუტერბროდებს. ფინიკის წვენით კი შაქარს ამზადებენ, რომელიც ძალზე სასარგებლოა.

გასტრონომიული ღირსებების გარდა ფინიკს მნიშვნელოვანი სამკურნალო თვისებებიც აქვს. იგი შეუცვლელია გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს, რადგან კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს. ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს იცის, რომ ნებისმიერი ჩირი ფუნთუშებს, ჩიფსებსა და ბუტერბროდებს სჯობს. ფინიკის ჩირის დიეტებიც კი პოპულარულია, რადგან ეს პროდუქტი მადას თრგუნავს, ნებისმიერი კერძის პიკანტური დანამატია, დამოუკიდებელი კერძის როლსაც ასრულებს და ვიტამინებსა და მიკროელემენტებსაც შეიცავს. ფინიკის ჩირის 10 დღიანი მიღების შემდეგ ფრჩხილები და თმები მაგრდება და სახის ფერი იცვლება. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ვინც ჩირს მიირთმევს, მას კუჭ-ნაწლავისა და ჭარბი წონის პრობლემები არასდროს ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები