LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გერმანელების „ნივა“, რომელიც Ford Bronco-ზე უფრო ძვირი ღირს

136
90baa8b99c7c7d11ef5c17faee3e20a8901e2d3f

1977 წელს წარმოდგენილი „ნივა“ დღემდე აქტიურად გამოიყენება უგზოობაში, იქ სადაც ხელმისაწვდომი ყველგანმავალი სჭირდებათ. თუმცა, კომპანია Zurb Team-ის მიერ შექმნილი ავტომობილი ხელმისაწვდომად ნამდვილად არ ჩაითვლება, ტუნინგის შემდეგ მისი ფასი გაცოცხლებული Ford Bronco-ს ან ბოლო თაობის Jeep Wrangler-ის ღირებულებაზე უფრო მეტიც კია.

განახლებულ „ნივას“ სახელად Monster უწოდეს და მან 16 დუიმიანი საბურავები და ეფექტური ბამპერი მიიღო. სხვა გარეგნულ ცვლილებებს შორის შესამჩნევია – არასტანდარტული რადიატორის ბადე, დამატებითი ფარები და გამონაბოლქვის მილი.

რაც შეეხება Zubr Monster-ის ტექნიკურ შიგთავსს, მოდელს 82 ძალის 1,7 ლიტრის მოცულობის ძრავა და 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ხელუხლებელი დარჩა. ისევე როგორც სალონი, რომელშიც მხოლოდ ტყავი შეცვალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები