LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ვესაჩეს“ მწვანე კაბის გარდაქმნა კლასიკურ შარვალ-კოსტიუმად

130
23275528-7876643-image-a-1-1578764593431

„ვერსაჩეს“ მწვანე კაბა –  ეს უკვე ისტორიაა. ჯენიფერ ლოპესმა ის პირველად 2000 წელს, წელს,  „გრემის” დაჯილდოვების ცერემონიალზე მოირგო. მაშინ ლოპესმა  წითელ ხალიჩაზე პირველად გაიარა და საზოგადოების აღფრთოვანებაც გამოიწვია. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ვარსკვლავმა ეპოქალური მწვანე კაბა კვლავ გააცოცხლა.

ვიდეო: საოცარი გარდაქმნა პირდაპირ სცენაზე - ჯენიფერ ლოპესმა „ვერსაჩეს" საკულტო მწვანე კაბა კიდევ ერთხელ გააცოცხლა

ვარსკვლავმა მოხდენილ სმოკინგში Santa Claus Is Coming to Town შეასრულა, პერფორმანსის ბოლოს კი Versace-ს საკულტო მწვანე კაბაში ოსტატურად, პირდაპირ სცენაზე გარდაისახა

ახლა კი ჯეი ლომ აღნიშნული კაბის სულ სხვანაირი ვერსია წარადგინა, „ვერსაჩეს“ მწვანე კაბა კლასიკურ შარვალ-კოსტიუმად გარდაიქმნა. ჯეი ლომ და კენდალ ჯენერმა მწვანე პრინტიანი ტანისამოსი  „ვერსაჩეს“ სარეკლამო ფოტოსესიაში მოირგეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები