LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგი აქტივისტი პუტინის ქალიშვილის ვილაში შევიდა, საკეტები გამოცვალა და იქ უკრაინიდან ლტოლვილებს ეპატიჟება – მედია

25879
putinis qalishvili

ფრანგი პოლიტიკური აქტივისტი, პიერ აფნერი ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის კუთვნილ ვილაში შეიჭრა და უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გადაიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია  Telegram-არხზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც თან ერთვის The Insider-ის ფოტოებიც.

აფნერი აივანზე და ვილის შენობის შიგნით უკრაინის დროშით პოზირებს. როგორც მედია წერს, აქტივისტმა არა მხოლოდ ვიდეო გადაიღო, არამედ შენობის საკეტები გამოცვალა და იქ უკრაინიდან ლტოლვილები დაპატიჟა.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას ვილა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბიარიცში აქვს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, სახლში აქტივისტმა აღმოაჩინა სხვადასხვა დოკუმენტი შენობის ყოფილი მფლობელების – პუტინის ყოფილი სიძის, კირილ შამალოვსა და რუსი ოლიგარქის გენადი ტიმჩენკოს მეგობრის სახელზე.

ცნობისთვის, კატერინა ტიხონოვა რომ მართლაც რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ქალიშვილია, ამაზე პირველად ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა 2015 წლის იანვარში დაწერა. 2015 წლის ნოემბერში სააგენტო „როიტერსმა“ დაადასტურა ეს ინფორმაცია თავის გამოძიებაში.