LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრიელ გარსია მარკესის წიგნის „მარტოობის ასი წელიწადი“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

701
98585371-1024x666

Netflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოების „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. ეს მარკესის ნაწარმოების პირველი ეკრანული ვერსია იქნება.

სერიალის პროდიუსერები ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის შვილები, როდრიგო და გონსალო მარკესები იქნებიან. როგორც ისინი აცხადებენ, გაბრიელ გარსია მარკესს არაერთი შეთავაზება ჰქონდა მიღებული წიგნის ფილმად გარდაქმნის თაობაზე. თუმცა, ის მიიჩნევდა, რომ „მარტოობის ასი წელი“ კარგად ვერ ითარგმნებოდა ან მხატვრული ფილმისთვის შესაფერისი არ იქნებოდა.

„ათწლეულების მანძილზე მამაჩემი უარს აცხადებდა „მარტოობის ასი წელიწადის“ უფლებების გაყიდვაზე, რადგანაც ესპანურის გარდა სხვა ენაზე მისი ეკრანიზაცია არ სურდა. თუმცა, ზუსტად ახლა, სერიალების ეპოქაში, როდესაც ძალიან ნიჭიერი სცენარისტები და რეჟისორები გვყავს, ხოლო მაყურებელი სიამოვნებით უყურებს სხვადასხვა ენაზე გადაღებულ ფილმებს, ვთვლით, რომ Netflix-ი კარგად გაართმევს თავს ამ რომანის ეკრანიზაციას“ – განაცხადა როდრიგო გარსიამ.

გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“ 1967 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ წიგნის 50 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და 46 ენაზე ითარგმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები