LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა პიანისტი რევაზ თავაძე

184
BeFunky-collage (7)

83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი რევაზ თავაძე.

რევაზ თავაძე თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა, გამოდიოდა როგორც სოლო პროგრამებით, ისე სხვადასხვა ორკესტრთან ერთად. 1962 წლიდან ის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პროფესორი იყო. 1996-2003 წლებში მას ჰქონდა წარმატებული სოლო კონცერტები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.

რევაზ თავაძემ არაერთი პიანისტი აღზარდა.1981 წელს დაიბეჭდა რევაზ თავაძის მონოგრაფია „სანოტო ტექსტის გარჩევა-წაკითხვის შესახებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები