LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეი ლოს კონკურენტი ჰყავს“ – მეტ დეიმონი ამბობს, რომ ბენი საუკეთესოა, მსახიობის მორიგი კომენტარი „ბენიფერის“ შესახებ

466
page

ბენ აფლეკსა და მეტ დეიმონს დიდი მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომ ჟურნალისტები  მაქსიმალურად ცდილობენ, რომ „ბენიფერის“ შესახებ დეტალები სწორედ მეტისგან გაიგონ.

ვიდეო: „ვერ ვიტან ჭეშმარიტ სიყვარულს, მათ არაფერს ვუსურვებ…“ – მეტ დეიმონი „ბენიფერის“ შესახებ ალაპარაკდა

ახლახანს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ყველაზე ბედნიერი აფლეკისა და ლოპესის ერთად ყოფნით სწორედ ისაა.

„ორივე შესანიშნავები არიან, მე უბრალოდ მინდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, ისეთები როგორებიც ახლა არიან.  ბენი საუკეთესოა, ამიტომ ნამდვილად იმსახურებს ჯეი ლოსთან ბედნიერებას“, – აცხადებს დეიმონი.

„აქ ვინმე ბენში ხომ არ არის შეყვარებული?“ „ჯეი ლოს კონკურენტი ჰყავს“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის ცოტა ხნის წინ, ბენი ჯენიფერი და მეტი ერთად სანაპიროზე გადაიღეს.

ფოტო: „მესამე ზედმეტია“ – „ბენიფერი“ და მეტ დეიმონი მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები