LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ჯგუფი ,,ოთხი გია” პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

15
otxigiagvinoduduki

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” ლეგენდარული კვარტეტი ,,ოთხი გია ესტუმრა, რომლებმაც რადიოს ეთერში შემოგვთავაზეს ცოცხალი შესრულება და ისაუბრეს ,,ოთხი გიას” ისტორიაზე, ასევე  მოგვიტანეს ახალი სიმღერა ,,ბაში-აჩუკი” და ,,თოჯინები იცინიან”.

-როგორ დაიწყო ,,4 გიას” ამბავი…

-გია ნაცვლიშვილი:

,,4 გიას” ისტორია დაიწყო 1986 წელს, იყო ერთი უკარგესი ადამიანი ბატონი თენგიზ ჩოჩუა, რომლის სიმღერებიცაა ,,ყაყაჩო”, ,,ყვავილებში იწვიან”, მას უნდოდა ეს სიმღერა გაჟღერებული თავის სატელევიზიო გადაცემაში, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინა კვარტეტი. ბატონი თენგიზი მე მიცნობდა უნივერსიტეტიდან, ავაგუმაშვილი და ნიკა დოლენჯაშვილი ტელევიზიის ანსამბლში მღეროდნენ, სამი ადამიანი უკვე ყავდა და დაგვრჩა პირველი ხმა, მე და გია ღარიშვილი უნივერსიტეტში ერთად ვმღეროდით, მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე კვარტეტში. აი ასე ჩავწერეთ ჩვენ სამმა გიამ და ნიკამ  ,,ყვავილებში იწვიან”. იმდენად კარგი კვარტეტი გამოვიდა, რომ გაგრძელება გადავწყვიტეთ, თუმცა ნიკას არ უნდოდა სიმღერა, რადგან სოლისტი იყო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ დავიმატებდით ვინმე გიას, და ოთხი გია გამოვიდოდა (იცინიან). 86 წლის აგვისტოს თვეა და მირეკავენ ბიჭები ახალი ამბით, რომ გია იპოვეს, ეს ამბავი თითქმის დავიწყებული გვქონდა ყველას. მომაკითხეს გია ბეროშვილის მანქანით ჩავსხედით და წავედით მის სახლში. დავიწყეთ სიმღერა და მივხვდით, რომ კვარტეტი შედგა.

-გია ბეროშვილი:

საახალწლო გადაცემა გადიოდა 1 იანვარს, სადაც ჩვენც ვიმღერეთ. მაშინ  კლინიკის სავადმყოფოში ვმუშაობდი და რამოდენიმე დღეში მოდის 2 კაცი და მეუბნება, რომ კონცერტები უნდა დაგიგეგმოთო, ასე დაიწყო ჩვენი კონცერტები, სადაც სულ ვაგვიანებდით.

-ახლა კი ვისაუბროთ ,,ბაში-აჩუკზე”, რომლის პრემიერაც დღეს შედგება ჩვენს ეთერში..

-ბოლო ოთხი წელია ყოველ 13 ივლისს კეთდება ქალაქური სიმღერის ფესტივალი მწვანე ქალაქ ლისში, რომელიც ეძღვნება ჩვენს მეგობარს, რეზო გელაშვილს. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ამ ფესტივალის ჩატარებით, ვინც კი ქალაქურ სიმღერას ასრულებს ამ დღეს ყველა ერთად ვერთიანდებით. წელს გვინდოდა სიახლეები შეგვეტანა სიმღერაში, ორიგინალურობისთვის და ამ სიბერეში დავიწყეთ ფონოგრამის კეთება. ღარიშვილს შევთავაზეთ ”ბაში-აჩუკის” სიმღერის სოლოს შესრულება, ადრეც ვასრულებდით ამ სიმღერას, თუმცა მხოლოდ გიტარებით და მხოლოდ კონცერტებზე. ხალხურ სიმღერას კოტე მშვიდობაძემ გვაზიარა, რომელიც გენიალური ადამიანი იყო  მისგან ყველაფერს ვსწავლობდით.

კონცერტები სადაც არ უნდა გვქონოდა გრძელდებოდა სუფრაზე გვიანობამდე, როგორც ჩანს ხალხს ძალიან ვუყვარდით. ერთ-ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ, დილის საათებია, ნაცვლიშვილი წავიდა სათევზაოდ, საღამოს კი კონცერტი გვქონდა, როდესაც კონცერტი დასრულდა გადავინაცვლეთ სტუმრად იქაურ მოსახლესთან, გვიანობამდე გაგრძელდა ქეიფი. ნაცვლიშვილი ჩვენი სოლისტია, სიმღერა, რომ დაიწყო რაღაც მონაკვეთში სიჩუმე ჩამოვარდა, კონცერტებზე მე და ავაგუმაშვილი ყოველთვის ერთმანეთს ვუყურებთ, სინქრონის გაკონტროლების მიზნით, გადავხედეთ ერთმანეთს და შემდეგ შევხედეთ ნაცვლიშვილს, რომელსაც უკვე ეძინა. თვალებით ვანიშნე ავაგუმაშვილს და შევაფხიზლეთ მხარზე ხელის მიკვრით.

 

ოთხი გია – ჩემო სამშობლო მხარეო (კ.ფ. ბაში-აჩუკი)

 

ოთხი გია – პოპური კინოფილმიდან თოჯინები იცინიან

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“4 გია”- სიმღერა საქართველოზე (ზოგან ირმების ჯოგია). Live

 

“4 გია” – კალოს ხელხვავი. Live

 

“4 გია”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები