LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით, არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, დამიცვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ის დაგიცავს შენც… არა რუსულ კანონს“ – რას წერს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა

205
ფატი ჭელიშვილი

2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა

„მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით.

არ დამიცვა შშს-მ, პროკურატურამ, გენ.ისპექციამ და ჩემი დაუცველობისთვის სახელმწიფოს მოეთხოვა პასუხი სტრასბურგში.

მე დამიცვა: GYLA.EHRAC, Sapari. არასამთავრობო ორგანზაციებმა.

„საია-მ, რომელიც დღემდე მიცავს. ის დაგიცავს შენც… „არა რუსულ კანონს“, – წერს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი.

მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით. არ დამიცვა შშს,პროკურატურამ,…

Posted by Fati Chelishvili on ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2024

ცნობისათვის, 19 წლის სალომე ჯორბენაძე, თავისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში მოკლა.

2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი აღნიშნული ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით“, მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა.

„მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა“, – აცხადებდნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

პოპულალურები