„მინი მაუსის“ ახალი ლუქი შესაძლოა, მოდის ექსპერტების მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდეს. პარიზის დისნეილენდის 30 წლის იუბილეზე ცნობილი პერსონაჟს პირველად სამოსს უცვლიან. მინი მაუსი ამჯერად პირველად გამოჩნდა ახალ სამოსში, ეს გახლავთ სტელა მაკკარტნის დიზაინით შექმნილი კოპლებიანი პიჟამა.
ახალ ფოტოს ახლავს სტელა მაკკარტნის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ უზომოდ ბედნიერია, რადგან საყვარელი პერსონაჟის ახალ სამოსზე მოუწია მუშაობა. მინი მაუსის ახალ „ლუქს“ ფანების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.