LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მდინარაძე: „ჩემი შვილი თუ ვერ წაიკითხავს ტოლსტოის და დოსტოევსკის, არ დაიღუპება!“

932
misha-mdinaradze-news19

კომპოზიტორი მიშა მდინარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ ყველაფერი რუსული სძულს და რელიგიაც კი არ უნდა, მათთან საერთო ჰქონდეს.

„მძულს ყველაფერი რუსული და არ დამიწყოთ ახლა რუსული კულტურის შესახებ ლაილაი! ეგაა მაგათი კულტურა და მაგათი სახე. რელიგიურადაც აღარ მინდა მაგათთან რაიმე მქონდეს საერთო, რომ ვეღარასოდეს ვეღარ შეძლონ აი, მაგ დამპალი კულტურის და საერთო რელიგიის გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ! ჩემმა შვილმა ბაღში ორი ღერი რუსული ისწავლა და ახლა ყველაფერს ვიზამ, რაც შეიძლება მალე დაავიწყდეს ყველაფერი, რაც რუსეთს უკავშირდება. თუ ვერ წაიკითხავს ტოლსტოის და დოსტოევსკის, არ დაიღუპება! ჩემი საყვარელი სტრავინსკი დროზე მიხვდა და გაიქცა მაგ ჭაობიდან და ჩაიკოვსკი ისედაც ნერვებს მიშლიდა ყოველთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები