LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი აღმატებულება ,,ბენტლი“, რომლის ისტორიაც უკვე საუკუნეს ითვლის – ავტოსთორი

45
Continental 2

რა არ თქმულა ბენტლიზე. რამდენი ჯენტლმენური კლუბის სასაუბრო თემა ყოფილა, რა მოთვლის. რამდენი ჭიქა ვისკი შესმულა მის სახელზე და რამდენი თამბაქო იქნა მომწვარი სქელი სიგარის ბენტლისეული ფუფუნებით შეწყობილ მტევნებზე.

კომპანია არ წყვეტს განვითარებას და უკვე ავრცელებს ისტორიაში ყველაზე სწრაფი სერიული მოდელის ანონსს. Continental GT Speed.

 საუბარია ბრიტანეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე: მისი აღმატებულება “ბენტლი“ – სწორედ ასე მოიხსენიებენ ლეგენდარულ საავტომობილო ბრენდს, რომლის ისტორიაც უკვე საუკუნეს ითვლის.

კონტინენტალი, რომელსაც ასე ელოდება ბენტლის სამყარო, ბრენდის ღირსეული წარმომადგენელია და ინგლისური კომპანიის წარმატებებითაა გაჟღენთილი.

სიახლის შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ ცოტაა. თუმცა ის მაინც გავრცელდა, რომ ახალი კონტინენტალი აღიჭურვება W12 6.0 ლიტრიანი ძრავით, რომლის წარმადობა არ ხმაურდება. წინა  Continental GT Speed-ის ანალოგიური ძრავი კი 642 ცხენის ძალას იძლეოდა, რაც სტანდარტულ  Continental GT-ზე 10 ცხენის ძალით მეტი იყო. მას 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად 4,1 წამი ჰყოფნიდა, ხოლო ახალ მოდელს კიდევ უფრო ცოტა დრო დასჭირდება.

Bentley-ში აცხადებენ, რომ ეს მოდელი იქნება ყველაზე დინამიური ავტომობილის ბრენდის ისტორიაში. გარდა ამისა ახალი  Continental GT Speed-ისთვი შეპირებული არიან „უახლეს მოწინავე ტექნოლოგიებს“ და მცირედით ცვლილებებს დიზაინში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები