LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოხუცმა ცნობისმოყვარედ გადმოყო თავი და იყვირა აააალაჰ იასამან, იასამან, იასამან” – გარდენია შევარდნაძე საინტერესო ისტორიას იხსენებს

191
BeFunky-collage - 2023-04-22T220229.223

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ირანში მოგზაურობის ამბავს იხსენებს და საინტერესო თავგადასავალზე გვიყვება.

„ირანში ვიმოგზაურე 5 წლის წინ, ზამთარში.

იმედი მქონდა, რომ განსაკუთრებული ჯიშის სურნელოვან ყაზანლიყურ ვარდებს, ტიტას განსაკუთრებულ სპარსულ ჯიშებს და რაც მთავარია იასამნის ძველ, საუკეთესო ჯიშებს ვიპოვნიდი და ჩამოვიტანდი გასამრავლებლად. ბევრი ვიარე, ბევრი საინტერესო მცენარის მოპოვება და შეძენა შევძელი.

მიმიყვანეს კასსპიის ზღვის სანაპიროზე შემაღლებულზე, სოფელში ერთ მოხუც მებაღესთან, დაკოჟრილი, ნაშრომი მარჯვენა ხელი რომ ჩამომართვა და მიმოვიხედე მივხვდი, რომ, სწორ ადგილას ვარ და მას ნამდვილად ექნება იასამნების ის ჯიშები რომელსაც ვეძებ. საწაული ბაღი მაჩვენა და დაუნანებლად გადომილაგა ნერგები, რასაც ხელი დავადე. ვერც ვერსად დავინახე და ვერც ვერაფრით ვერ გავაგებინე რომ იასამანს ვეძებ.

როგორ არ ვცადე ლათინურად, გერმანულად, რუსულად…ასე, ისე, ხელების ფათურით, ყნოსვით, ვუხსნი რომ სურნელოვანია, კაშნის ნაპირიც ვაჩვენე იასამნისფერი, ვერ გავაგებინე რას ვგულისხმობ. ხელი ჩავიქნიე, დავღონდი. ჩაი შემოგვთავაზა, შინ შევყევით, ვაჟიშვილმა მშრალი ხილი შემოგვიტანა დიდი სპილენძის ჯამით და ჩაი ნაკვერჩხლიანი ჩაიდნით.. რას ვიზამდი, დავიწყე ცხელი ჩაის ხვრეპა უხალისოდ.

ბოლოს ხელსაწმენდ ქაღალდზე, ისე ჩემთვის, იასამნის ორი გულის ფორმის ფოთოლი და მტევანი დავხატე. მოხუცმა ცნობისმოყვარედ გადმოყო თავი და იყვირა აააალაჰ იასამან, იასამან, იასამან!!!!

შვიდი საუცხოო ჯიში ამომიღო ფხვიერი მიწიდან, გულდასმით შემიხვია ჯვალოში და გამომატანა. მთლად წვრილიც, ველური სასწაული სურნელით…

ჩემს სახელოსნოსთან, კუთხეში, მზიანი ადგილი მივუჩინე, ყურადღება არ დამიკლია. წელს პირველად აყვავდნენ, დადგა სურნელი მარტო იქ რომ იცის აღმოსავლეთის ბაღებში ისეთი. გვერდზე რომ ჩავუვლი უკვე მოზრდილ ბუჩქებს,

სულ ის მოხუცი მებაღე და მისი დაკოჟრილი მარჯვენა ხელი მახსენდება სხვანაირი სიხარულით ვივსები”, – წერს გარდენია შევარდნაძე.

„აღარავის აინტერესებს, არც შვილს, არც შვილიშვილებს, არც რძალს.. გულით გჩუქნით“ – რა საჩუქარი დახვდა ზურა შევარდნაძეს „გარდენიას“ კართან

„დედას ჭურჭელს ვერ შეველიეო.. დაბრუნებას აპირებენ, დანარჩენი ჯერ არ იციან, მთელი დღეა, სულ მათზე მეფიქრება“ – ზურა შევარდნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები