LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი „ბუგატია“

1056
bugati

„ბუგატი“ რომ ძალიან ძვირადღირებულ ავტომობილებს აკეთებს, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ბრენდის მთავარი მოდელი Bugatti Chiron 3 მილიონ დოლარამდე ღირს. თუმცა, ახალმა ქმნილებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მისი ფასი 19 მილიონი დოლარია.

მწარმოებლის ინფორმაციით, სიახლე მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა და თუ ვინ გახდა მისი მფლობელი ამას Bugatti-ში არ ასახელებენ. სავარაუდოდ, ეს იქნება კოლექციონერი, რომელსაც ბრენდის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები აქვს და ასევე, ფინანსური პრობლემებიც არ აწუხებს.

ახალი La Voiture Noire ისეთივე დიზაინშია შესრულებული, როგორც 30-იანი წლების Bugatti Type 57 SC Atlantic. მაშინ მწარმოებელმა უნიკალური სერიის ფარგლებში 4 ეგზემპლარი  გამოუშვა და დღესდღეობით მხოლოდ 3 მათგანია შემორჩენილი. ბუნებრივია, სამივე მათგანი უნიკალურ ავტომობილთა შორისაა და მსოფლიოში ყველაზე ძვირფას მოდელებად ითვლება.

რაც შეეხება სიახლეს, ის 16 ცილინდრიანი ძრავითაა უზრუნველყოფილი და 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები