LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მოკლე ძაღლის ტიტული 2 წლის ჩიხუახუამ მიიღო

118
ჩიხუახუა

მსოფლიოში ყველაზე მოკლე ძაღლი 2 წლის ჩიხუახუაა. პერლის საპატიო ტიტული გინესის რეკორდების წიგნმა მიანიჭა, წერს CNN.

რეკორდსმენი ცუგას სიგრძე 12,7 სანტიმეტრი, წონა კი 553 გრამია. გინესის წიგნის წარმომადგენლებმა ის პირადად გაზომეს.  პერლის ძალიან უყვარს ლამაზად ჩაცმა, საყვარელი საკვები კი ქათამი და ორაგულია. ცხოველი იმდენად პატარაა, რომ მისი მეპატრონე მას ლამის ჯიბით დაატარებს.

პერლი ფლორიდაში 2020 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა და აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდსმენი მილი სწორედ ამ წელს დაიღუპა. თანაც, პერლისაც და მილისაც ერთი მეპატრონე ჰყავთ.

„ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ის გვყავს. მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, ჩვენივე რეკორდი გაგვეუმჯობესებინა და ეს საოცარი ამბავი მსოფლიოსთვის გაგვეზიარებინა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები