LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ თუ როგორ გაიარა კრაშ-ტესტი „ნივის“ ბაზაზე აწყობილმა ყველგანმავალმა

192
niva-lada-news19

კროსოვერი, რომელიც ბაზარზე სულ 3 დღის გამოსულია, კრაშ ტესტის ფარგლებში დაამტვრიეს. მოდელმა, რომელსაც LAda 4X4-ის ძრავი აქვს, პლასტმასის ძარა მიიღო და ბუნებრივია, კონსტრუქციამ ძლიერ დარტყმას ვერ გაუძლო.

ტესტირების ამსახველი ვიდეო ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თავად ექსპერიმენტი კი ბევრად ადრეა ჩატარებული. კადრებში კარგად ჩანს, რომ ავტომობილი 52 კმ/სთ-ით მოძრაობს და ბარიერს ეჯახება. ავარიის შედეგად ბამპერი ვარდება, სახურავის ნაწილი კი ჰაერში მიფრინავს. დანარჩენ დეტალებს ორგანიზატორები ჯერ-ჯერობით არ აზუსტებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები