LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში, ქართული კომპანიის ვენახი მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის მოხვდა

171
3-2

2021 წლის „საუკეთესო ვენახების“ რეიტინგით, „შატო მუხრანს“ მსოფლიოს 58-ე საუკეთესო მეღვინეობის საპატიო ადგილი ერგო, რითაც უკან მოიტოვა მსოფლიოს ბევრი პრესტიჟული კომპანია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ვენახი იმ სიაში მოხვდა, რომელსაც ღვინისა და ღვინის ტურიზმის ექსპერტთა საერთაშორისო საბჭო ადგენს.

აღსანიშნავია, რომ „მსოფლიოს საუკეთესო ვენახები“ ყოველწლიური სიაა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეობებს წარმოაჩენს, – საუკეთესო ადგილებს, სადაც შესანიშნავი ღვინოების გასინჯვა და მეღვინეობა-მევენახეობის შესწავლა შეიძლება. „შატო მუხრანი“ საქართველოში პირველი და ერთადერთი შატოა, რომელიც სიაში მოხვდა და მსოფლიოს ისეთი ცნობილი და აღიარებული ღვინის რეგიონების მეღვინეობები მოიტოვა უკან, როგორებიცაა: ნაპას ველი, შამპანი, ბორდო და პიემონტი.

ცნობისთვის, საკონკურსო სიის შედგენისას ითვალისწინებენ მსოფლიოს 600-მდე ღვინის, მოგზაურობის და ღვინის ტურიზმის ექსპერტის ხმებს. 2021 წლის სია ხუთ კონტინენტს, 18 ქვეყანას და 17 ახალ მარანს მოიცავდა. მათ შორის იყო საფრანგეთის, იტალიის, კალიფორნიის და ახლა უკვე პირველად – საქართველოს ლეგენდარული მეღვინეობა „შატო მუხრანის“ სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები