LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის სილამაზის საიდუმლო

40
ქალური-სილამაზე

ქალის სილამაზის თემას მუდმივად განიხილავენ. ყველას თავისებური გაგება აქვს იმაზე, თუ როგორია ლამაზი ქალი და ყველა დროს სხვა და სხვანაირად ესმოდათ ქალის სილამაზე. თუმცა, მომხიბვლელი ქალი ყოველთვის ლამაზია, ყველა დროს. როგორი უნდა იყოს მიმზიდველი ქალი? ქერა თუ ცისფერთვალება? ეშხიანი და შავთმიანი? იქნებ წითური? ქალის მომხიბვლელობა პირველ რიგში მის ინდივიდუალურობაშია. ქალი თავდაჯერებული უნდა იყოს, სჯეროდეს საკუთარი მომხიბვლელობის, რასაც სხვებიც აღიარებენ და დაიჯერებენ.


რაშია თქვენი უნიკალურობ? რა გაქვთ მხოლოდ თქვენ? დაფიქრებულხართ ამაზე? ეს შეიძლება იყოს გადამდები სიცილი, უშუალო იუმორი, გრაციოზული სიარულის მანერა. ის, რაც ბუნებით გაქვთ მომადლებული. გადახედეთ საკუთარ თავს, საკუთარ თვისებებს. გაიგეთ რა გაქვთ უნიკალური და ყველაზე მიმზიდველი და მასზე გააკეთეთ აქცენტი.
მეორე საიდუმლო დახვეწილობაა. მოვლილი და დახვეწილი ქალი ყოველთვის აღტაცებას იწვევს. ეს ეხება არა მხოლოდ სამოსს, არამედ სახეს, კანს, თმას. სახის კანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ; მოუაროთ, გაისუფთაოთ. ჩვეულებრივი საპონი არც ისე კარგი საშუალებაა, რადგან ის დიდი პროცენტით შეიცავს მჟავებს, რაც კანის მჟავიანობასაც ზრდის. აუცილებლად წაისვით ცხიმიანი კრემი სახის დაბანის შემდეგ. შეიძლება კოსმეტიკური ნიღბების გამოყენებაც.

კარგი ძილი აუცილებელია ქალის სილამაზისთვის, არა ნაკლებ 8 საათისა. ეს კანისთვისაც კარგია და საერთოდ ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით 35 წლის ზევით. ხელები სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელი ლამაზი, ნაზი და მოვლილი უნდა იყოს. ხელების მოვლა აუცილებელია. ზაფხულში დამატენიანებელი კრემები გამოიყენეთ, ზამთარში მკვებავები.
და ბოლოს! მთავარი მაინც თავდაჯერებულობაა. დაიჯერეთ რომ მომხიბვლელი ხართ და ამაში აუცილებლად დაგეთანხმებიან გარშემომყოფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები