LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბრენდის “იკანის” იუნისექს სამკაულები ნიუ-იორკში იყიდება 

357
იკანი

ქართული ბრენდის “იკანის” სამკაულები ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. როგორც “იკანის” დამფუძნებელი გიორგი სანებლიძე “ფორტუნასთან” აცხადებს, ნიუ-იორკის მაღაზიაში იუნისექს პროდუქციის სრული კოლექციაა განთავსებული.

“პირველი პარტია ორი კვირის წინ გავგზავნეთ. ჩვენი იქაური პარტნიორები სხვადასხვა მაღაზიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ასევე დარეგისტრირებულები ვართ რამდენიმე გამოფენაზე, ნიუ იორკში ჯერჯერობით ერთი წერტილი გვაქვს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და აუცილებლად დაემატება. წარმოებაში შეზღუდულები არ ვართ, შესაბამისად, გაყიდვების რაც მეტი არხი გვექნება, რაც უფრო მეტად გავიტანთ ჩვენი ქვეყნის სახელს საზღვრებს გარეთ უკეთესი იქნება”, – ამბობს “იკანის” დამფუძნებელი.

გიორგი სანებლიძის თქმით, აშშ-ს ბაზარი საკმაოდ მსხვილია და ექსპორტის მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს გეგმავს. სამომავლოდ, კი ქართული პროდუქტის შეტანა ევროპის ბაზარზეც განიხილება.

ქართული ხელნაკეთი ვერცხლის აქსესუარების ბრენდი “იკანი” საქართველოში უკვე ხუთი წელია არსებობს. კომპანიის მაღაზიები თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.

“ალტერსოქსი” PORSCHE-სთვის წინდებს ამზადებს: “მაქსიმუმ 10 დღეში პროდუქციას შვეიცარიაში გავგზავნით”

“პირველი თამაში გავიტანეთ ექსპორტზე, ეს არის სამაგიდო თამაში გერმანიის ცხენოსნობის ასოციაციისთვის ” – “თამაშობანა” საერთაშორისო გამოფენის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები