LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქერა თმა და ახალი ვარცხნილობა – 61 წლის ანტონიო ბანდერასი შეცვილილი იმიჯით გამოჩნდა

213
antoniobanderas93

ანტონიო ბანდერასი ამჯერად ვენეციაში იმყოფება, სადაც კინოფესტივალის ჩვენებებს უნდა დაესწროს. პაპარაცებმა ვენეციაში მყოფი ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის ფესტივალის არასაპრემიერო დღეს გამოჩნდა. ყურადღება მიიქცია მსახიობის შეცვლილმა იმიჯმა. ანტონიომ თმის ფერი შეიცვალა, ის გაქერავდა და ასევე ვარცხნილობაც უფრო ახალგაზრდული შეარჩია. რაც ეხება სამოსს, ბანდერასი თეთრ შარვალსა და მაისურში იყო გამოწყობილი.

ფოტო: ანტონიო ბანდერასის 24 წლის ქალიშვილი ცნობილი ბრენდის ფოტოსესიაში

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანტონიო ბანდერასი „ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას, რომლის პროდიუსინგით 78 წლის ჰარისონ ფორდია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები