LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საქორწილო კაბები გაიაფდა: „თუ ადრე მომხმარებელი კაბაში 5 000 ლარს იხდიდა, ახლა იგივე კაბაში 1 000 ლარის გადახდა სურს“

942
78818769-2784819131538477-4598832577174831104-n

ქვეყანაში საქორწილო კაბებზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. “თუ 2020 წლამდე ჩვენთან საქორწილო კაბა, საშუალოდ, 3 000 ლარი ღირდა, ახლა 1000-2000 ლარი ღირს. ასევე, თუ ადრე მომხმარებელი კაბაში 5 000 ლარს იხდიდა, ახლა იგივე კაბაში მხოლოდ 1 000 ლარის გადახდა სურს”, – ამის შესახებ bm.ge-სთან საუბრისას კომპანია „მარიგოლდის“ ბრენდის მენეჯერი ნინა ექსეულიძე აცხადებს.

მისი თქმით, „მარიგოლდს” 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს გაყიდვების 80%-იანი კლება ჰქონდა. მიზეზი პანდემიიდან გამომდინარე არსებული შეზღუდვები გახდა.

„ქორწილები და სადღესასწაულო აქტივობები აკრძალულია. პატარძალმა კაბა რომ იყიდოს, ან იქირაოს, სად უნდა ჩაიცვას? ჩვენი როგორც ბიზნესის, ბრენდის შენარჩუნებაზე მიდის საუბარი, მოგებაზე აღარ ვლაპარაკობთ,” – განაცხადა ექსეულიძემ bm.ge-სთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები