LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჰანი – სასწაულმოქმედი მცენარე

73
rehani

თუ გსურთ ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოთ და ჯანმრთელობა განიმტკიცოთ, მწვანილი უნდა შეიყვაროთ. სხვა თუ არაფერი, წარმოიდგინეთ რა გემო ექნებოდა ჩვენს საყვარელ კერძებს ამ სურნელოვანი მცენარეების გარეშე. მაგრამ არომატი მწვანილის ერთადერთი ღირსება არ არის. ის ორგანიზმისთვის ფრიად სასარგებლო პროდუქტი გახლავთ. უძველესი დროიდან აღმოსავლეთის ქვეყნებში, რეჰანს სასწაულებრივ თვისებებს მიაწერდნენ. შუა საუკუნეების საექიმო წიგნებში, მას, სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. მის ფხვნილს კი შაკიკიანი ადამიანები ყნოსავდნენ. სწორედ მისი მეშვეობით, ძველი მკურნალები, ებრძოდნენ სხვადასხვა დაავადებებს. არსებობს რეჰანის 150 სახეობა და ყველა მათგანს გააჩნია სამკურნალო თვისებები.


რეჰანს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი და უამრავი სხვა სასარგებლო თვისება. ეს აიხსნება მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით. რეჰანის წვენი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინს, რუტინს, ვიტამინებს C, B2, A, PP. ამიტომ, მისი ექსტრაქტი დღეს წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ ფარმაცევტულ, არამედ პარფიუმერულ მრეწველობაშიც. რეჰანი უამრავი ხალხური რეცეპტის ძირითადი კომპონენტია, რომლებიც კაცობრიობას ეხმარება სხვადასხვა დაავადებების განკურნებაში. ამიტომ, ძველი დროიდან გამოიყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოდუნებისთვის. ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების სპაზმებით, საკმარისია მიიღოთ მცენარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში იგრძნობთ შესამჩნევ გაუმჯობესებას.

ამის გარდა, ვისაც სურს აღიდგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, განსაკუთრებით ავადმყოფობების და ოპერაციების შემდგომ, ძველი მკურნალები გვირჩევენ ყოველდღიურად ყოველ ჭამამდე მივიღოთ 50 მლ ახალგაწურული წვენი 10-12 დღის განმავლობაში. ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით რეჰანის წვენი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის კუჭნაწლავის მუშაობის ნორმალიზების და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნის დროს. თირკმელებში კენჭების დროს, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თავისი ანტისეპტიკური თვისებები გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების, ღრძილების ანთების და კბილის ტკივილის დროს. დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ, რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას. თუმცა ყველა სასწაულმოქმედი თვისებების მიუხედავად, რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური დედებისთვის და ბავშვებისთვის 7 წლამდე. ამის გარდა, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტით და ღვიძლით დაავადებულმა ადამიანებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები