LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი: „ოჯახის დანგრევა ძალიან მარტივია, მთავარი შენარჩუნებაა… მე და ჩემი მეუღლე 35 წელია, ერთად ვართ…“

8490
rezochxikvishvili203545

ცნობილი ქართველი მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოშიც ხშირად არის, ჟურნალ „სარკეს“ საკუთარი მარადიული სასიყვარულო ამბის შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს: „არ გავამართლე მოსაზრება, რომ მსახიობი მრავალცოლიანია…“ ის უკვე 35 წელია, დაქორწინებულია.

9 მარტს მსახიობმა დაბადების დღე აღნიშნა. „ფორტუნა“ უერთდება მილოცვებს და ბატონ რეზო ჩხიკვიშვილს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებთ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც „სარკემ“ დღევანდელ ნომერში გამოაქვეყნა.

რეზო ჩხიკვიშვილი:

„ჩემს მეუღლეს, ხათუნა ჩაგელიშვილს, უდიდესი წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში. ყოველთვის გვერდით მიდგას, მამხნევებს, ბევრჯერ მისი დაჟინებული რჩევით მიმიღია ესა თუ ის შეთავაზება და ძალიან გამართლებულა.

მე ემოციური ვარ, რომანტიკული, ხათუნა ოპტიმისტია, ზოგჯერ ვფიქრობ, მე რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ნეტავ ამას რა უხარია-მეთქი. შეუძლია, პოზიტივი დაინახოს ყველაფერში, გაგახალისოს, სტიმული მოგცეს…

35 წელია, ერთად ვართ, ჩვენს სიყვარულს სიბრძნე მოემატა, გამყარდა. ოჯახის დანგრევა ძალიან მარტივია, ქალსაც შეუძლია და კაცსაც, მთავარი შენარჩუნებაა..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები