LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში გასამართლებული „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდება

171
შაქრო კალაშოვი

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდება.

როგორც გამოცემა tass.ru წერს, კრასნოდარის შაქრო კალაშოვის მოთხოვნა, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის სასამართლომ დააკმაყოფილა.

შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს, რის შემდეგაც რუსეთში დაბრუნდა.

კალაშოვი მოსკოვში 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი და მისი 10 თანამზრახველი ფულის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. შაქრო კალაშოვს სასამართლომ 9 წლითა და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა.

კალაშოვს საქართველოში დაუსწრებლად, მკვლელობის ბრალდებით, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები