LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების მოცულობა იზრდება

814
vz_1aa_thumb

სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების მოცულობა იზრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი გამოყენებული არ არის, რის გამოც მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოდის მთავრობის სხდომაზე. ამ საკითხზე დიდი ხანია მიდიოდა მუშაობა. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი განადგურების პირას იყო და ის მოითხოვდა დაცვას და რეალური ნაბიჯების გადადგმას. ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების მოცულობა გავზარდოთ. ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები