LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 3 უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რიცხვშია

37725
612664395a40232133447d33247d383739323831363437

მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის ცენტრმა საქართველოს 3 უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დაასახელა. რეიტინგში 2 ათასი უნივერსიტეტი მოხვდა.

2 ათასი უნივერსიტეტის რეიტინგი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც უნივერსიტეტების რეიტინგს მიცემული ცოდნის ხარისხის მიხედვით ადგენს, ასევე მნიშვნელობას ანიჭებენ სამუშაო ბაზარზე დამთავრბული კურსანტების მოთხოვნას.

საქართველოს წამყვან უნივერსიტეტად დასახელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათასეულში მოხვდა და 885 ადგილს ინარჩუნებს.

რეიტინგში ასევე მოხდა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. მას მსოფლიო რეიტინგში 1473 უკავია და საქართველოში მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად მიიჩნევა.

მესამე საუკეთესო ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. მან საქართველოს რეიტინგში მხოლოდ პირველი ორი ადგილი დათმო, მსოფლიო რეიტინგში კი 1746-ე ადგილზეა.

მსოფლიო რეიტინგში ლიდერის პოზიცია უკვე მეათე წელია, ჰარვარდის უნივერსიტეტს უკავია. მეორე და მესამე ადგილებსაც ამერიკული უნივერსიტეტები ინარჩუნებენ, მასაჩუსეტის ტექნიკური ინსტიტუტი და სტენფორდის უნივერსიტეტი.

მეოთხე და მეხუთე ადგილს ბრიტანული , კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები ინარჩუნებენ.

ამასთან კემბრიჯის უნივერსიტეტს სწავლის ხარისხით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

 

პოპულარულები