LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო, ტყესთან ახლოს – სიღნაღში ორიგინალური wood house გაიხსნა (ფოტოები)

4193
70696563-129321781768358-2722563422288871424-n

„სიღნაღი ვუდ ჰაუს“ (Sighnaghi Wood House) – ასე ჰქვია ახალ ქართულ სასტუმროს, რომელიც სიღნაღში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიხსნა. სასტუმრო ორი შალეს ტიპის ხის კოტეჯს მოიცავს სამკუთხა სხვენებით და ამ ეტაპზე ერთდროულად 10 სტუმრის მიღება შეუძლია.

როგორც „ფორტუნას“ „სიღნაღი ვუდ ჰაუს“-ის დამფუძნებელმა მერი მოსაშვილმა განუცხადა, თითო კოტეჯი ორსართულიანია და აქ დამსვენებლებისთვის სრული კომფორტია შექმნილი. კოტეჯები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით, კოტეჯებს აქვს აივნები და დეკი, ზღაპრული ეზო, პანორამული ფანჯრები, ორივე კოტეჯში განთავსებულია სამზარეულო გაზქურით, მაცივრით და ყველა საჭირო ინვენტარით, ორი იზოლირებული სველი წერტილი, ცივი და ცხელი წყალი, უფასო ინტერნეტი Wi-Fi და სხვა.

„პირველი სტუმრები უკვე გვყავდა. რამდენიმე დღეა გავიხსენით და მალე ჩვენი სასტუმრო Booking.com-ზეც გამოჩნდება. ასე რომ, ველით დამსვენებლებს 4-ივე სეზონზე. ჩვენი სასტუმროს ტერიტორიაზე საოცარი სიმშვიდე და ჰარმონიაა“, – ამბობს მერი მოსაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „სიღნაღი ვუდ ჰაუსი“ სრულად არის ჩაფლული სიმწვანეში და ტყესთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც სასტუმროს დამფუძნებელი განმარტავს, თითო კოტეჯის ღირებულება 100 დოლარია ერთ დღე-ღამეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები