LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფლელი“ ის კი არაა, ვისაც სოფლად სახლი აქვს, არამედ ის, ვისაც სიწყნარე უნდა“ – ნათია ფანჯიკიძე ე.წ. დაცარიელებულ თბილისზე მოქალაქეების რეაქციებს ეხმაურება

772
ნათია ფანჯიკიძე

აღდგომის დღეებში სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი გაჩნდა ე.წ. დაცარიელებულ თბილისზე, რასაც ყოველ წელს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე.

თბილისის დაცარიელებულ ქუჩებზე მოქალაქეების რეაქციებსა და დისკუსიას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რა კარგია ცარიელი ქუჩები, რა კარგია ცოტა ხალხი, რა კარგია სიწყნარეეე“ – ყველამ, ვინც ამას ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ დროა, გადასახლდეს სოფელში და დაგვასვენოს, ვინც ჯერ კიდევ ვახერხებთ ხმაურში ცხოვრებას.

ქალაქი ნიშნავს ბუღს და დუღილს, ჭრელ ხალხს, მილიონობით სტუმარს, ხმაურს, საცობებს და ათას სხვა სიხარულს, რაც ხალხმრავლობას მოაქვს.

ასე რომ, „სოფლელი“ ის კი არაა, ვისაც სოფლად სახლი აქვს, არამედ ის, ვისაც სიწყნარე უნდა.

მე ვარ პოტენციური სოფლელი, მაგრამ ეს დრო რომ დამიდგება, თქვენ კი არ გეტყვით, ხმაური მომბეზრდა და გადასახლდით-მეთქი, მე წავალ სიწყნარეში, მე“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები