LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კავკასიური ჯოჯო გამოჩნდა: საშიშია თუ არა ქვეწარმავალი და რატომ არ შეიძლება მისი მოკვლა

2401
კავკასიური

თბილისში კავკასიური ჯოჯო გავრცელდა. სოციალურ ქსელში შეშფოთებული მომხმარებლები ქვეწარმავლის ფოტოებს ავრცელებენ.

„ხალხნო, რა ცხოველია ეს, ხან სამზარეულოში გვხვდება, ხან აბაზანაში, გადაგვრია. სკორპიონი მგონი არაა, ჭრელი ხვლიკია? შხამიანია?“

Ucxo L'etranger-ს ფოტო.

მომხმარებლებს ისრაელში მცხოვრები ქართველები ამშვიდებენ.

„ეს ჯოჯოა, საშიში არ არის, ისრაელში ისინი ხორცისფერი ანდა სულაც უფერულები არიან. ფანჯრის მინაზე გაწოლა უყვართ. როგორ აქ ამბობენ, მისი მოკვლა არ შეიძლება და ვცხოვრობთ მეგობრულად“.

ქალაქში კავკასიური ჯოჯოს გამოჩენას, სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანიც გამოეხმაურა.

„ჩემო კეთილო მეგობრებო, ეს საყვარელი არსება არის უწყინარი, მწერებისმჭამელი , უშხამო და არაკბენია კავკასიური ჯოჯო, დიახ ჯოჯო ბევრი გამოჩნდა, ნუ შეგეშინდებათ, ნუ დახოცავთ, მშვიდად გახვეტეთ სახლებიდან. 
გმადლობთ ყურადღებისთვის. გკოცნით, გეხვევით და კარგ დღეს გისურვებთ.
ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს მანჩო გიორგობიანი.

ცნობისათვის, ქვეწარმავალი ჯოჯოსებრთა ოჯახიდანააა. მისი სხეულის სიგრძე 15 სმ აღწევს. მასა 170 გრამს. იკვებება მწერებითა და ფეხსახსრიანებით, მცენარეული საკვებით. როგორც წესი ქვების ქვეშ, ნაპრალებსა და სოროებში იმალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები