LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლი, ანუ ჟანგბადი სასუნთქი გზებისთვის – ადრენალინი

27
1555681852-Snow-1024x682

თოვლიანი გარემო ყველაზე სასარგებლოა თითოეული ჩვენთაგანისთვის. თოვლი წმენდს ჰაერს და აცილებს მას, მტვრის ნაწილაკებს, მეტალებსა და ორგანიზმისთვის სახიფათო ელემენტებს.

ზამთრის კურორტზე მნიშვნელოვანია აქტიური დასვენება და თოვლში სიარული, რომელიც მოითხოვს გაცილებით მეტ ენერგიასა და ძალას. თოვლში მოძრაობა კუნთებისთვის სერიოზული დატვირთვაა, ის ავარჯიშებს და აძლიერებს კუნთოვან სისტემას, ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობის დროს მეტი წინააღმდეგობა დაძლიოს.

მიიჩნევა, რომ თოვლი და, ზოგადად, ცივი ჰაერი იმუნური სისტემისთვის ყველაზე აუცილებელია, რაც ორგანიზმის დაცვით ძალებს აძლიერებს.

თუ თქვენი შვილი, 15-20 წუთის განმავლობაში, თოვლში, სუფთა ჰაერზე, მზიან გარემოშია, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს. მზის სხივების ზემოქმედება D ვიტამინის მასტიმულირებელია და ძალიან

მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, არა მარტო კალციუმის ცვლის მოწესრიგების, არამედ სხვა ორგანოების და სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

თოვლი და სიცივე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ძილის მოწესრიგებითვის, მადის მომატებისთვის, თავის ტვინის ეფექტური მუშაობისთვის, ხასიათის გაუმჯობესებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები