ცნობილი ხდება, რომ რეჟისორი ალპ კამბელი ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „ლამაზი სიზმარი“. ცნობილია, რომ ფილმის სცენარი სპეციალურად დაიწერა 53 წლის ჯულია რობერთსისთვის, თუმცა ბოლო მომენტში როლზე სულ სხვა მსახიობი დაამტკიცეს. ფილმის გადაღებები გერმანიასა და თურქეთში მიმდინარეობს და მასში მთავრ როლს თურქული კინოს ვარსკვლავი მერიემ უზერლი ასრულებს.
არსებობს ორი ვერსია, რომელსაც მედიაში აქტიურად განიხილავენ. ერთი, რომ სცენარის მიხედვით მთავარი გმირი თურქული წარმოშობის უნდა ყოფილიყო. მეორე, რომ თავად ჯულიამ უარი თქვა როლზე. ფილმის თანარეჟისორი ჯონ მორისეია და არ არის გამორიცხული, რომ კინოსურათი საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული გახდეს.
37 წლის მერიემ უზერლი გადაღებებისთვის გერმანიაში უკვე ჩაფრინდა.